პროექტული სწავლების ტრენინგი საკმაოდ დატვირთული, მრავალფეროვანი აღმოჩნდა. გავიაზრეთ პროექტის მნიშვნელობა, გავეცანით მის შემადგენ ს|ს სეგმენტს.ავირჩიე თემა, შევქმენი ბლოგი, შევადგინე მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები. გავეცანით პროექტის შეფასების კრიტერიუმებსა და რუბრიკებს. შევარჩიე ჩემი თემისათვის საჭირო და სასარგებლო რუბრიკები. ჩემი აზრით, ასეთი შეფასებები დამეხმარებაპროექტული სწავლების მიმდინარეობისას მოსწავლეთა მონიტორინგში და მათი მაღალი სააზროვნო უნარების განვიტარებაში.
პროექტების განხორციელებისას აუცილებელია ერთმანეთის უკუკავშირი.უკუკავშირის დაწყება უნდა ხდებოდეს დადებითი კომენტარით, რჩევით. აღინიშნოს ჯერ ძლიერი მხარეები, შემდეგ კორექტულად მივცეთ რჩევები. შესაძლებელია გამოვიყენოთ 3.2.1. მეთოდი.
ჩემი აზრით, ობიექტური უკუკავშირისთვის უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული კრიტერიუმები და დავაკონკრეტოთ კოლეგასთან ის საკითხები, რომელზედაც ხდება მსჯელობა. უკუკავშირი უნდა იყოს დროული, კონკრეტული და რჩევითი. ტრენინგზე დავწყვილდით და მოვახდინეთ უკუკავშირის სიმულაცია, რომელმაც წარმოდგენა მომცა უკუკავშირის ფორმეზე. ვიმსჯელეთ საავტორო უფლებებზე. ახლა უკვე ვიცი როგრო დავიცვა და არ დავარღვიო საავტორო უფლება.
No comments:
Post a Comment