Friday, November 23, 2018

"დიდი წიგნების შექმნა"
სწავლის დაწყების პირველ დღეებში ვცდილობ სახალისო , მაგრამ შემეცნებითი აქტივობებით დავტვირთო გაკვეთილები.წელსაც  მინდოდა ისეთი აქტივობა შემეთავაზებინა ბავშვებისთვის, რომ ზაფხულის შეჯამება გამოსულიყო, მაგრამ არ შემოფარგლულიყო მხოლოდ თემით   " როგორ გავატარე საზაფხულო არდადეგები".  იდეების გენერირებისას გამიჩნდა აზრი , რომ  ბავშვებს ზაფხულში წაკითხული წიგნების მიხედვით შეექმნათ "დიდი " წიგნები და რაც მთავარია , ემუშავათ მეწყვილესთან ან ჯგუფთან ერთად.
მუშაობის პროცესი ასე გადავანაწილე; შეირჩა წაკითხული წიგნები და ჯგუფის წევრები, ბავშვებმა გადაინაწილეს წიგნის თავები და მოკლე შინაარსის სახით წერდნენ პატარა ფურცლებზე ( ან წიგნის ფორმის ფურცლებზე) და ამაგრებდნენ წიგნის ყდაზე. ასე ივსებოდა წიგნი რამდენიმე კვირის მანძილზე.  ასევე გააფორმეს წიგნის ყდა შესაფერისი ილუსტრაციებით. 
წიგნის დასრულების შემდეგ დადგა პრეზენტაციის დროც, ბავშვებმა ისაუბრეს მთავარ პერსონაჟებზე, გამორჩეულ ეპიზოდებზე, წიგნის მიხედვით შექმნილ ეკრანიზაციაზე ( თუ კი არსებობს), უპასუხეს მეგობრების დასმულ შეკითხვებს და დასასრულს, სამახსოვრო პოსტერზე დაიტანეს რჩევები მათი თანატოლებისთვის.





















Sunday, June 11, 2017

პროექტი - მოძრაობის წესები





დასრულდა პროექტული სწავლების ტრენინგი. ტრენინგი თავისი შინაარსით მრავალფეროვანი და სიღრმისეული იყო. დასაწყისში  დავსახეთ პროექტის მიზნები, ავირჩიეთ ჩვენი პროექტის სამუშაო თემა, ჩემს შემთხვევაში "ქუჩაში მოძრაობის წესები"
ჩამოვყალიბდი პროექტის მიმდევრობაზე და ავარჩიე აქტივობები, რომელსაც გადავანაწილებდი მოსწავლეებზე მათი შესაძლებლობებისდა მიხედვით. დიფერენცირებული დავალებების დაგეგმვაში განსაკუთრებით დამეხმარა ტრენინგზე მიღებული მიღებული ინფორმაცია დიფერენცირებული სწავლების შესახებ.
გავეცანი მოსწავლეთა მუშაობის პროცესის და თავად ნაუშევრების შეფასების კრიტერიუმებს. რაც თვაისთავად უზრუნველყოფს პროექტის წარმატებულ მსვლელობას.
ტრენინგზე შევისწავლე სრულიად ახალი და აქამდე უცნობი  შეფასების ინსტრუმენტები.ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება  პროექტის სრულყოფილად განხორციელებაში და გამართულ კონსტრუირებაში.





Saturday, June 10, 2017

დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ადამიანის ინტელექტუალურ  შესაძლებლობებზე, რა მიმართულებით იყოფა მათი ინტელექტი. აქედან გამომდინარე , მასწავლებლის როლზე ს|ს ინტელექტის მქონე მოსწავლეებთან.
განვიხილეთ თემა ინდივიდუალური განსხვავებები სწავლების დროს. რა ტიპის დავალება რომელ კონკრეტულს ინტელექტს ავითარებს.
შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ. გამოიკვეთაჩემი, როგროც მასწავლებლის, სუსტი და ძლიერი მხარეები. დავსახე მიზნები , რომელსაცგანვახორციელებ სუსტი მახრეების| სირთულეების დასაძლევად.

Sunday, June 4, 2017

გავეცანი მოსწავლეთა ნამუშევრების მრავალფეროვან ნიმუშებს: ბუკლეტებს, ბიულეტინებს, ფლაერებს, რომელიც დამეხმარება მომავალში თუ როგორი დავალებები, მითითებები და რეკომენდაციები მივცე მოსწავლეებს პროექტის კეთების დროს. როგორ უნდა ავამაღლო მათი მოტივაცია და საინტერესო გავხადო მათი საქმიანობა.
გავიარე შეფასების ინსტრუმენტების დანიშნულება. თუ რა შემთხვევაში როგრო დახმარება გამიწევს თითოეული მათგანი. სწორი, დროული, განმავითარებელი, მიზნობრივი შეფასებები მოსწავლეთა მოტივაციის ამარლებას და შესაბამისად პროექტის კეთების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
პროექტმა მონახაზის ფორმა მიიღო, რაც უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს.

Sunday, May 28, 2017

პროექტული სწავლების ტრენინგი საკმაოდ დატვირთული, მრავალფეროვანი  აღმოჩნდა. გავიაზრეთ პროექტის მნიშვნელობა, გავეცანით მის შემადგენ ს|ს სეგმენტს.ავირჩიე თემა, შევქმენი ბლოგი, შევადგინე მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები. გავეცანით პროექტის შეფასების კრიტერიუმებსა და რუბრიკებს. შევარჩიე ჩემი თემისათვის საჭირო და სასარგებლო რუბრიკები. ჩემი აზრით, ასეთი შეფასებები დამეხმარებაპროექტული სწავლების მიმდინარეობისას მოსწავლეთა მონიტორინგში და მათი მაღალი სააზროვნო უნარების განვიტარებაში.
პროექტების განხორციელებისას აუცილებელია ერთმანეთის უკუკავშირი.უკუკავშირის დაწყება უნდა ხდებოდეს დადებითი კომენტარით, რჩევით. აღინიშნოს ჯერ ძლიერი მხარეები, შემდეგ კორექტულად მივცეთ რჩევები. შესაძლებელია გამოვიყენოთ 3.2.1. მეთოდი.
ჩემი აზრით, ობიექტური უკუკავშირისთვის უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული კრიტერიუმები და დავაკონკრეტოთ კოლეგასთან ის საკითხები, რომელზედაც ხდება მსჯელობა. უკუკავშირი უნდა იყოს დროული, კონკრეტული და რჩევითი. ტრენინგზე დავწყვილდით და მოვახდინეთ უკუკავშირის სიმულაცია, რომელმაც წარმოდგენა მომცა უკუკავშირის ფორმეზე. ვიმსჯელეთ საავტორო უფლებებზე. ახლა უკვე ვიცი როგრო დავიცვა და არ დავარღვიო საავტორო უფლება.