სწავლის დაწყების პირველ დღეებში ვცდილობ სახალისო , მაგრამ შემეცნებითი აქტივობებით დავტვირთო გაკვეთილები.წელსაც მინდოდა ისეთი აქტივობა შემეთავაზებინა ბავშვებისთვის, რომ ზაფხულის შეჯამება გამოსულიყო, მაგრამ არ შემოფარგლულიყო მხოლოდ თემით " როგორ გავატარე საზაფხულო არდადეგები". იდეების გენერირებისას გამიჩნდა აზრი , რომ ბავშვებს ზაფხულში წაკითხული წიგნების მიხედვით შეექმნათ "დიდი " წიგნები და რაც მთავარია , ემუშავათ მეწყვილესთან ან ჯგუფთან ერთად.
მუშაობის პროცესი ასე გადავანაწილე; შეირჩა წაკითხული წიგნები და ჯგუფის წევრები, ბავშვებმა გადაინაწილეს წიგნის თავები და მოკლე შინაარსის სახით წერდნენ პატარა ფურცლებზე ( ან წიგნის ფორმის ფურცლებზე) და ამაგრებდნენ წიგნის ყდაზე. ასე ივსებოდა წიგნი რამდენიმე კვირის მანძილზე. ასევე გააფორმეს წიგნის ყდა შესაფერისი ილუსტრაციებით.