დასრულდა პროექტული სწავლების ტრენინგი. ტრენინგი თავისი შინაარსით მრავალფეროვანი და სიღრმისეული იყო. დასაწყისში დავსახეთ პროექტის მიზნები, ავირჩიეთ ჩვენი პროექტის სამუშაო თემა, ჩემს შემთხვევაში "ქუჩაში მოძრაობის წესები"
ჩამოვყალიბდი პროექტის მიმდევრობაზე და ავარჩიე აქტივობები, რომელსაც გადავანაწილებდი მოსწავლეებზე მათი შესაძლებლობებისდა მიხედვით. დიფერენცირებული დავალებების დაგეგმვაში განსაკუთრებით დამეხმარა ტრენინგზე მიღებული მიღებული ინფორმაცია დიფერენცირებული სწავლების შესახებ.
გავეცანი მოსწავლეთა მუშაობის პროცესის და თავად ნაუშევრების შეფასების კრიტერიუმებს. რაც თვაისთავად უზრუნველყოფს პროექტის წარმატებულ მსვლელობას.
ტრენინგზე შევისწავლე სრულიად ახალი და აქამდე უცნობი შეფასების ინსტრუმენტები.ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება პროექტის სრულყოფილად განხორციელებაში და გამართულ კონსტრუირებაში.